Terms and Conditions

This Agreement was last modified on 18 February 2016.

techtime.ge საიტის ბაზაში ან მომხმარებელთან პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაციის დროს ინახავს თქვენს მონაცემებს. კერძოდ, სახელი და გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ეს მონაცემები ინახება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაცულ სერვერზე და ამ მხრივ მომხმარებელს შეუძლია თავი სრულიად უსაფრთხოდ იგრძნოს. არცერთი მესამე მხარისთვის რომელიმე ამ ინფორმაციის გადაცემა არ ხდება არანაირი მიზნით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მომხმარებელი, განვადების გაკეთების მიზნით სახელის, გვარის და ტელეფონის ნომრის შევსების დროს აცხადებს თანხმობას (სპეციალური მოსანიშნი ველის მონიშვნის მეშვეობით), რომ ეს ინფორმაცია მისი სურვილის შემთხვევაში შესაძლოა გადაეგზავნოს მის მიერვე შერჩეულ საფინანსო ინსტიტუტს (კომპანიის მომსახურე ბანკს) განვადების განაცხადის განხილვის დროს.

ნებისმიერი საიტზე შემომსვლელი, პროდუქტის გვერდიდან “განვადების 2 ველიანი” განაცხადის ღილაკზე ხელის დაჭერის წინ წესებთან და პირობებთან დათანხმებით იღებს პასუხისმგებლობას, რომ არ იყენებს ბოროტად სხვა ადამიანის პირად მონაცემებს და კეთილსინდისიერად უდგება ისურვე.ჯი-სთან და შემდგომში საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობას მათთვის პირადი მონაცემების გაზიარების დროს.

წესებისა და პირობების შეცვლის შემთხვევაში, თეჩთაიომ.ჯი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს დარეგისტრირებულ მომხმარებელს, გონივრული ვადით ადრე

1. მომხმარებლის უფლებები ნაკლის მქონე საქონლის მიწოდების შემთხვევაში

1. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, “თეჩთაიმს” მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
2. საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, “თეჩთაიმს” მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
3. საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
4. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს “თეჩთაიმის” მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
5. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) თუ გონივრულ ვადაში საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) “თეჩთაიმს”  მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
6. მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
8. იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.